სხვა

21:53 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

500 000 ლარი ვერცხლისმედალოსნებს, 250 000 ლარი - ბრინჯაოსმედალოსანს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე მან თქვა, რომ ოქროსმედალოსნების გარდა, ფულადი პრიზით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც დაჯილდოვდებიან.

ვერცხლისმედალოსნები 500 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანი ანტონ პლესნოი - 250 000 ლარს.

„ოლიმპიადის წინ დაგპირდით, რომ ოქროსმედალოსნები მიიღებდნენ ერთ მილიონ ლარს, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ ვერცხლისმედალოსნების ჯილდო იქნება 500 000 ლარი, ხოლო ბრინჯაოსმედალსნის 250 000 ლარს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ექიმებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თქვენს გვერდით იდგა. კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა. ვიცი, რომ ამ შედეგის უკან თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა დგას. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი შვილები სწორედ თქვენს მაგალითზე უნდა აღიზარდონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, ქართველ მედალოსნებს: ვაჟა მარგველაშვილი (25 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილი (26 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა ბექაური (28 ივლისი, ძიუდო, ოქრო), გურამ თუშიშვილი (30 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ანტონ პლესნოი (31 ივლისი, ძალოსნობა, ბრინჯაო), იაკობ ქაჯაია (2 აგვისტო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვერცხლი), ლაშა ტალახაძე (4 აგვისტო, ძალოსნობა, ოქრო), გენო პეტრიაშვილი (6 აგვისტო, თავისუფალი ჭიდაობა, ვერცხლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10664