ფეხბურთი

21:21 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ესპანელი მეკარე დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ესპანელი მეკარე ანდრეს პრიეტო დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პრიეტომ „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. 27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. პრიეტოს ლა ლიგაში, ინგლისის თასებსა და ევროპა ლიგაზე უთამაშია.

ესპანელი კარის დარაჯი მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, მერე კი „მალაგას“, „ლეგანესის“ და „ესპანიოლის“ ღირსებას იცავდა. ბოლოს ის ინგლისური „ბირმინგემ სიტის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141941