ჭიდაობა

16:11 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "ვიბრძოლებ, რომ ფინალში დაშვებული შეცდომა გამოვასწორო"

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. როგორც ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინალში დაშვებული შეცდომა გამოასწოროს.

"გამარჯობა ყველას. მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით.. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობ. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის ამიტომ გული მწყდება, რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ რომ გამოვასწორო", - დაწერა გენომ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველი მოჭიდავე რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. მას ტოკიოში ოქროს მედლამდე წამი დააკლდა, როდესაც ფინალში გადამწყვეტი ქულა ბოლო წამზე მიიღო. პეტრიაშვილი ასევე არის სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონი (ამავე ტურნირებზე სხვა სინჯის მედლებსაც ფლობს).

0.153944