ფეხბურთი

15:37 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი პსჟ-ზე: "არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ, იმედია უეფა კონკურენციას შეინარჩუნებს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „პარი სენ ჟერმენის“ ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა.

გერმანელი სპეციალისტისთვის ეს გასაკვირია და იმედი გამოთქვა, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციის შენარჩუნებას მოახერხებს.

„დამალვას აზრი არ აქვს, შესაძლოა გერმანულმა ფეხბურთმა უკან დაიხია. „ბაიერნის“ სიტუაცია ცოტა უფრო მარტივადაა სხვა გერმანულ გუნდებთან შედარებით, მაგრამ მდგომარეობა ზოგადად გართულდა. პსჟ? მე არ ვარ ექსპერტი და არ ვიცი, რა ხდება კულისებში, მაგრამ ხანდახან გაოგნებული ვაცეცებ თვალებს. მაინტერესებს ამას როგორ აკეთებენ. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ უეფას აქვს ინტერესი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია შენარჩუნდეს. „ბაიერნს“, რომელმაც ორი წლის წინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, კვლავ სურს, რომ ტურნირზე მთავარი გმირი იყოს“, - თქვა ნაგელსმანმა.

0.112557