ფეხბურთი

20:52 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ლონდონში მიემგზავრება

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ ლონდონში მიემგზავრება, რათა მისი "ჩელსიში" ტრანსფერი განხორციელდეს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ბელგიელი ფეხბურთელი ნიცადან გაემგზავრება ინგლისში.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ "არისტოკრატები" 97.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, რაც კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი იქნება. ასევე, კლუბში დაბრუნების შემდეგ, ლუკაკუ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 200,000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ლუკაკუ "ჩელსიმ" პირველად "ანდერლეხტიდან" 2011 წელს დაიმატა. 2014 წელს რომელუ "ევეტონში" გადავიდა, ხოლო სამი წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც გუნდს ვერ მოერგო და 2019 წელს "ინტერმა" დაიმატა. "ჩელსის" მაისურით ბელგიელმა მხოლოდ 15 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო იტალიურ გუნდში 95 შეხვედრაში თავი 64 გოლი გამოიჩინა და წინა სეზონში სერია A-ს გამარჯვებული გახდა.

0.124464