ფეხბურთი

1:24 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა ლიგის პლეი-ოფშია

სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, რომლის ღირსებას გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის „ლინკოლნი“ ადვილად დაამარცხა.

სლოვაკებმა ერთი კვირის წინ სტუმრად 3:1 მოიგეს და ერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა, ხოლო საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში ფრედ 1:1 დასრულდა. ამრიგად, „სლოვანი“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა - 4:2. კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

"სლოვანი" ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლუდოგორეცთან" პენალტების სერიაში წააგო. ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118249