ფეხბურთი

20:52 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტი გაწყვიტა

მილანის „ინტერმა“ ბელგიელ ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ნაინგოლანი „ინტერს“ 2018 წელს „რომადან“ შეუერთდა, მაგრამ 2019 წლიდან მოყოლებული იჯარით „კალიარიში“ თამაშობდა. მოსალოდნელია, რომ 33 წლის ფეხბურთელი კარიერას ისევ სარდინიულ გუნდში გააგრძელებს.

ნაინგოლანმა „ინტერში“ 41 მატცში 7 გოლი გაიტანა. მას მილანური კლუბისა და „კალიარის“ გარდა, „პიაჩენცასა“ და „რომაში“ უთამაშია.

0.112613