ფეხბურთი

17:38 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი სეზონის სტარტს გამოტოვებს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს სეზონის სტარტი გაუცდება. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შვედი ფორვარდის სარეაბილიტაციო პერიოდი გახანგრძლივდა.

იბრაჰიმოვიჩი 23 აგვისტოს, გენუის „სამპდორიასთან“ ვერ ითამაშებს და გარდა ამისა, შეიძლება მეორე ტურში „კალიარისთან“ შეხვედრაც გამოტოვოს.

ზლატანმა ტრავმა გასული სეზონის ბოლოს, 9 მაისს „იუვენტუსთან“ თამაშში მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.

0.172502