ფეხბურთი

21:35 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ "ჩელსიში" გადავიდა

რომელუ ლუკაკუ "ჩელსიში" ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ბელგიელ ფორვარდს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ინტერს" ტრანსფერის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო ერგო და ამრიგად, ლუკაკუ "ჩელსიში" 9 წლის შემდეგ დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ის ლონდონურ გუნდში 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა, მაგრამ 15 უგოლო მატჩი ჩაატარა და შემდეგ კლუბის დატოვება მოუწია.

„ჩემთვის ხანგრძლივი მოგზაურობა იყო. ბავშვობაში ჩამოვედი აქ და დავბრუნდი გამოცდილი და ზრდასრული. ბავშვობიდან „ჩელსის“ გულშემატკივარი ვარ, ეს კლუბი იდეალურად შეესაბამება ჩემს ამბიციებს მას მერე, რაც იტალიაში ჩემპიონი გავხდი“, - თქვა ლუკაკუმ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

შეგახსენებთ, ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 95 მატჩში 64 გოლის გატანა მოასწრო. მას ინგლისში „ჩელსის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ევერტონისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსება დაუცავს, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე ბრიუსელის „ანდერლეხტში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146945