ფეხბურთი

22:00 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ქუთაისში 3 ქულა მოიპოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტური ქუთაისში დასრულდა, სადაც „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

მატჩის ბედი 79-ე წუთზე შოთა შეყილაძის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც კახელებს მოაგებინა. „თელავი“ კარგ ფორმაშია და ბოლო ოთხ თამაშში 10 ქულა აქვს მოპოვებული. იგივე ვერ ვიტყვით „ტორპედოზე“, რომელმაც მიჯრით მესამედ წააგო.

„თელავი“ 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 19 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„ტორპედო“ – „თელავი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შეყილაძე (79)

0.111473