სხვა

14:53 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანია ჯგუფიდან ვერ გავიდა და საქართველოსთვის ოლიმპიადა დასრულდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე კარატეში +75 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

ქართველი კარატისტი A ჯგუფში მონაწილეობდა, სადაც 1 შეხვედრა მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა და 2 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, არადა მეორე ადგილზე რომ გასულიყო, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებდა.

პირველ ტურში გოგიტა იაპონელ რიუტარო არაგასთან 2:3 დაამარცხდა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრა თურქ უგურ აკტაშთან 1:3 წააგო. მესამე ტურში მისი მეტოქე გერმანელი ჯონათან ჰორნე იყო, რომელთანაც 3:4 მარცხდებოდა, გერმანელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. თავიდან გამარჯვება მსაჯებმა გოგიტას ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით, ბრძოლის შედეგი ანულირდა. მეოთხე ტურში კი 37 წლის ქართველმა კარატისტმა ყაზახ დანიარ იულდაშევს 3:1 აჯობა და გამოსვლა დაასრულა.

გოგიტა არქანია საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე. ამრიგად, უკვე საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

0.112051