ისტორია

19:05 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ინგსი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და აწ უკვე „საუთჰემპტონის“ თავდამსხმელი დანი ინგსი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. როგორც ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელის სანაცვლოდ „წმინდანებმა” 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

ინგსი „ბორნმუთის“ აკადემიის აღზრდილია და 2011 წელს „ბარნლიში“ გადავიდა. 2015 წელს დანი „ლივერპულმა“ გაიფორმა, თუმცა ამ გუნდის რიგებში თავი ვერ გამოიჩინა და სამი წლის შემდეგ „საუთჰემპტონში“ გადავიდა. „წმინდანების“ მაისურით ინგლისელმა 100 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 46 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ნაკრებში დანი 2020 წელს იყო გამოძახებული და ორი მატჩიც ჩაატარა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114397