ფეხბურთი

15:46 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაპინომ კუთხურიდან ჩაახვია (+VIDEO)

ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა საფეხბურთო ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა. აშშ-ის ნაკრებმა ავსტრალიისას 4:3 მოუგო და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ჯერ არ გახსნილიყო, ამერიკელებმა კუთხურის უფლება მოიპოვეს. კუთხური მათმა ვეტერანმა შემტევმა, 36 წლის მეგან რაპინომ შეასრულა. ბურთმა ხარიხასთან ჩაიქროლა და პირდაპირ კარში შევარდა...

ტურნირის ფინალური მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით დილის 6 საათზე. ერთმანეთს შვედეთისა და კანადის ქალთა ნაკრებები შეხვდებიან.

0.113399