ფეხბურთი

14:48 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სექტემბრიდან VAR 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ მატჩებშიც იმუშავებს

ფიფას თანხმობით, უეფამ დაადგინა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ევროპის ზონის დარჩენილ შესარჩევ მატჩებში VAR-ის, ანუ ვიდეოარბიტრის სისტემა იმუშავებს.

სისტემა მოქმედებას მეოთხე ტურიდან, ანუ წლეულს სექტემბრიდან დაიწყებს.

ამ სერვისს ციკლის დასაწყისიდანვე უნდა ემუშავა, მაგრამ ლოგისტიკური სირთულეებისა და კოვიდ 19-ის რისკების მიზეზით შეფერხდა.

VAR-ის სისტემის სტადიონებზე მუშაობას უშუალოდ უეფა უზრუნველყოფს.

საქრთველოს ნაკრები უახლოეს შესარჩევ მატჩს თბილისში გამართავს 2 სექტემბერს, კოსოვოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107439