ფეხბურთი

11:26 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტორინომ“ ბელოტის გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა

27 წლის იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ, თავისი კლუბისგან, „ტორინოსგან,“ გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება მიიღო - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

„ტორინო“ მას წელიწადში ხელფასად 3,2 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსები. თუმცა ფეხბურთელს თანხმობა ჯერ არ უთქვამს. მას „ზენიტი“ და „სევილიაც“ იწვევდნენ. სანკტპეტერბურგული კლუბი მასში 30 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ბელოტის იტალიაში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, ბელოტი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122944