ფეხბურთი

21:51 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილამ“ „ლევერკუზენიდან“ ლეონ ბაილი დაიმატა

იამაიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეონ ბაილი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. როგორც ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი დეტალები შეათანხმა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გერმანელები კი ტრანსფერი სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს მიიღებენ.

ბაილი „ლევერკუზენმა“ 2017 წელს „გენკიდან“ 16,7 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ლეონმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ევროპა ლიგაზე ფეხბურთელი რამდენჯერმე სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს და ერთხელ კვირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. იამაიკის ნაკრებში ლეონს ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.100348