ფეხბურთი

16:25 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "დინამო ბათუმის" პოტენციური მეტოქე ცნობილია

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ერთადერთი გუნდია, რომელიც ევროსარბიელს შემორჩა. გია გეგუჩაძის გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც თურქულ "სივასპორს" (5 და 12 აგვისტოს) დაუპირისპირდება.

უკვე გაიმართა კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა და გაირკვა მეტოქე, რომელსაც "დინამო ბათუმი" ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის დაუპირისპირდება, თუ რა თქმა უნდა, მანამდე "სივასპორის" ბარიერს გადალახავს.

"დინამო ბათუმი" "სივასპორის" დამარცხების შემთხვევაში პლოვდივის "ლოკომოტივისა" და დანიური "კოპენჰაგენის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მოგეხსენებათ, დანიურ გუნდში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს. პირველ მატჩს ბათუმში შინ გამართავს, საპასუხოს - სტუმრად.

უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩები 19 და 25 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124821