ფეხბურთი

20:23 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ჩემპიონატში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ეკატერინბურგის „ურალი“ შინ „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).

ამ შეხვედრაში ითამაშა ლუკა გაგნიძემ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, როგორც „ურალში“, ისე რუსეთის პრემიერლიგაში. 18 წლის ნახევარმცველი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 1:1 იყო.

18 წლის ნახევარმცველი მიმდინარე ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, მოსკოველებმა კი ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „ურალში“ გაანათხოვრეს.

„ურალს“ ორ ტურში 1 ქულა აქვს მოპოვებული და მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აგვისტოს, სტუმრად „სოჭისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115905