ფეხბურთი

10:29 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა "ინტერი" დატოვოს

მილანის „ინტერი“ შესაძლოა ლაუტარო მარტინესმა დატოვოს. არგენტინელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება და თუ მას არ განაახლებს, მაშინ გუნდის დატოვება მოუწევს.

იტალიური მედიის ცნობით, ლაუტაროს მილანური გრანდი 80-90 მილიონ ევროდ აფასებს. დაინტერესებულ გუნდებს შორის ყველაზე მეტად მადრიდის „ატლეტიკო“ და ლონდონის „არსენალი“ აქტიურობენ.

შეგახსენებთ, 23 წლის თავდამსხმელი „ინტერს“ 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ „ნერაძურის“ მაისურიტ 132 მატჩში 49 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111398