ფეხბურთი

22:52 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ შინ „ნაპოლისთან“ განადგურდა

შაბათს, „ბაიერნმა,“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლა Audi-ს სამიტზე (ამხანაგური მატჩი)და 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძლებს აშკარა უპირატესონა ჰქომდათ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. ასე დაიწყო მეორე ნახევარიც. თუმცა ბოლო 20 წუთი სტუმრების გამოდგა. ამ ხნის განმავლობაში მათ სამი გოლის გატანა მოახერხეს, დუბლი მიითვალა ნიგერიელმა ვიკტორ ოსიმემ. მსუყე წერტილი კი დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე, ფრანგმა ზინედინ მაშაშმა დასვა.

„ბაიერნს“ ამ მატჩში გერმანიის ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა. ბავარიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს უთხრა: „წაგება ყოველთვის ცუდია. ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი ფაქტობრივად, სამი ავტოგოლი გავუშვით.

კარგია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. ორშაბათს კიდევ სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვემატება და ყველა ერთად ამ სეზონში პირველად ვივარჯიშებთ,“

ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს კი, „ბაიერნი“ მომავალ პარასკევს გამართავას სტუმრად „ბრემერთან,“ გერმანიის თასზე.

0.171317