ფეხბურთი

20:23 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტის „ზენიტში“ გადასვლის შანსი მცირეა

„ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი, დიდი ალბათობით, სანკტ პეტერბურგის „ზენიტში“ არ გადავა - გვამცნობს Calciomercato.

წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა თავად ფეხბურთელი არ არის რუსეთში გადაბარგებით დაინტერესებული. საბოლოო გადაწყვეტილება ბელოტის ჯერ არ მიუღია.

„ტორინოსთან“ მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი აპირებს ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, წელიწადში 4 მილიონევროიანი (პლუს ბონუსები) ხელფასით.

ბელოტი თავის სიტყვას შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ იტყვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11919