სხვა

0:08 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკკეონმა და დრესელმა ოლიმპიური რეკორდები დაამყარეს

ავსტრალიელმა ემა მაკკეონმა, 50 მეტრზე თავისუფალი სტილის წინასწარ გაცურვაში, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, ამერიკელმა ქეილებ დრესელმა კი იგივე 100 მეტრზე ბატერფლაის ნახევარფინალში მოახერხა. ამის შემდეგ, მან 50 მეტრზე თავისუფალშიც საუკეთესო დრო დააფიქსირა, ოღონდ რეკორდის გარეშე.

პარასკევსვე მაკკეონმა 100 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიპოვა ოქროს მედალი და სპრინტის დუბლს უმიზნებს. მან 50 მეტრი 24.02 წამში გაცურა და სულ რაღაც, 0.10 წამით აჯობა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონს დანიიდან პერნილე ბლუმეს.

27 წლის ავსტრალიელს თავის კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე ოქროს მედალი მოპოვებული არ ჰქონდა. მან 100 მეტრი 51.86 წამში გაცურა, რაც ასევე ოლიმპიური რეკორდია.

მაკკეონს რიოში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოქრო. მაგრამ პირად ჩათვლაში ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა. შაბათს მას მეორე ოქროს მოპოვების შანსიც ექნება.

200 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში, გამარჯვება ჩინელმა ვან შუნმა მოიპოვა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი შესაბამისად, ბრიტანელი დანკან სკოტი და შვეიცარიელი ჟერემი დესპლანშსი დაეუფლნენ.

200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ოქროს მედალს რუსი ევგენი რილოვი დაეუფლა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი ამერიკელმა რაიან მერფიმ და ბრიტანელმა ლუკ გრინბეკმა მოიპოვეს.

მოცურავეთა ოლიმპიური ტურნირი შაბათს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145246