ფეხბურთი

21:26 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალექსანდერ-არნოლდი "წითლების" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ტრენტმა საკლუბო დონეზე 179 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ლივერპულის" რიგებში ინგლისელი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112915