ფეხბურთი

20:31 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ბენ უაითი დაიმატა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ბრაიტონის" ყოფილი მცველი 23 წლის ბენ უაითი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. როგორც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Sky Sports-ის ინფორმაციით კი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბრაიტონმა" 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

უაითმა "საუთჰემპტონის" აკადემიაში დაიწყო ვარჯიში და 2014 წელს "ბრაიტონის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. "ბრაიტონის" მაისურით ბენმა ჯამში 41 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში "ლიდსში" თამაშობდა იჯარის წესით და პრემიერლიგაში 36 შეხვედრა ჩაატარა. ეროვნულ ნაკრების მაისურით უაითმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115117