ჩოგბურთი

15:40 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ოქროს გარეშე: ზვერევი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ გავიდა, რომელიც ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

გერმანელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც მანამდე მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს აჯობა, რეიტინგის ლიდერს 2-საათიან შეხვედრაში სამ სეტში 1:6, 6:3, 6:1 მოუგო. შედეგად, გერმანელმა მედალი უკვე გაინაღდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ზვერევი ისევ შესანიშნავი იყო საკუთარ ჩაწოდებაზე, 7 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. „ნოლე“ განსაკუთრებით უფერულად მესამე სეტში გამოიყურებოდა, რომელიც 1:6 წააგო და პრაქტიკულად შანსი არ ჰქონია.

მეორე ნახევარფინალში რუსმა კარენ ხაჩანოვმა ესპანელი პაბლო კარენო-ბუესტა ორ სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის 31 ივლისს ჯოკოვიჩი კარენო-ბუესტას, ხოლო ოქროს მედლისთვის 1 აგვისტოს ზვერევი ხაჩანოვს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115664