ძიუდო

13:56 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანმა წააგო და ოლიმპიადა უმედლოდ დატოვა

საქართველოსთვის 29 ივლისი ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დასრულდა. ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალის შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც წააგო და ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი ვეღარ მოიპოვა (რიოში მან ვერცხლი დაისაკუთრა).

ბრინჯაოს მედლისთვის ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის ბოლოს ვაზარი მიიღო, რის გამოც მარცხი განიცადა.

ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით წააგო.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 3 მედალი უკვე მოიპოვა. 66 და 73 კგ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქრო დაისაკუთრა. სწორედ ეს სამი მედალია საქართველოს დელეგაციის ყულაბაში.

0.113187