ფეხბურთი

12:48 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ სტერლინგსა და კიდევ ხუთ მოთამაშეს კონტრაქტების გახანგრძლივებას შესთავაზებს

უახლოეს დღეებში „მანჩესტერ სიტი“ თავის ექვს ფეხბურთელს ხელშეკრულებებს გაუხანგრძლივებს.

The Athletic-ის ცნობით, „ქალაქელები“ ახალ კონტრაქტებს შესთავაზებენ მეკარე ედერსონს, მცველებს: ჯონ სტოუნზს და რუბენ დიაშს, ნახევარმცველ ფილ ფოდენს, თავდამსხმელებს: რაჰიმ სტერლინგსა და რიად მაჰრეზს.

ჯერჯერობით გაურკვეველია კიდევ ერთი შემტევის, გაბრიელ ჟეზუსის საკითხი. შესაძლოა, ბრაზილიელმა კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის ლიგის თასიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114409