სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:55 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "დასრულებული არაფერია, აგრესიულად და შეცდომების გარეშე უნდა ვითამაშოთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას „მაკაბისთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს კიდევ ერთი შანსი აქვს და ჯერ დასრულებული არაფერია. ცხადაძემ თქვა, რომ აგრესიულად უნდა ითამაშონ და ინდივიდუალური შეცდომები არ დაუშვან.

„პირველ რიგში „მაკაბის“ სუპერთასის მოგებას ვულოცავ. რა თქმა უნდა, „მაკაბი“ პირველი მატჩის შემდეგ კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან თბილისში მოიგო, მაგრამ ვთვლი, რომ დაცვაში თუ საიმედოდ ვითამაშებთ და შანსები, რომელიც მოგვეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, ყველაფერი შეიძლება. არაფერი დამთავრებულია, ეს თამაში „დინამოსთვის“ კიდევ ერთი შანსია, რომ კარგად ითამაშოს და დადებითი შედეგი აჩვენოს. უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და ცუდად ვითამაშეთ, მეორე ტაიმმა კი აჩვენა, რომ როცა აგრესიულად და თავდაჯერებულად ვთამაშობთ, შეგვიძლია კარგად თამაში. უნდა ვეცადოთ სწორედ ისე ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში, აგრესიულად და მაღლა. უნდა გამოვრიცხოთ ის ინდივიდუალური შეცდომები, რის გამოც ბოლო მატჩებში გოლებს ვუშვებთ. ცხადია, ერთი გოლიც საკმარისია დამატებითი დროისთვის, მაგრამ გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაშიც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

რატომ არ არის „დინამო“ ადრინდელივით ძლიერი? „დინამო თბილისი“ დიდი ისტორიის გუნდია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპაში მიდიან. განსხვავება ისა, რომ ახლა „დინამო თბილისში“ ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ხოლო მაშინ ეს იყო პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები და მონაწილეობას საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვიღებდით, ახლა კი საქართველოს ჩემპიონატში და ჩვეულებრივი კლუბია, აღარ არის საქართველოს ნაკრები, როგორც მაშინ.

„მაკაბი“ ძლიერი გუნდია, ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ძლიერი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. ყველა გუნდს აქვს პლუს-მინუსები, ჩვენი მიზანია ის მინუსები კარგად გამოვიყენოთ, რაც დავინახეთ და გამოჩნდა. რამდენად გამოგვივა, ამას თამაში გვიჩვენებს.

ლადო დვალიშვილი და გოგა გახოკიძე ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ამ „დინამოშიც“ ძალიან კარგი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ხვალ და ზეგ, ისრაელის ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებენ.

25 ათასი გულშემატკივარი ჩვენთვის პრობლემა იქნება? არა, იმაზე დიდი ბედნიერება არ არის ფეხბურთელისთვის, როცა სავსე სტადიონზე თამაშობს. ორივე გუნდის ვალდებულებაა კარგი ფეხბურთი ითამაშოს, რადგან ფეხბურთი პირველ რიგში გულშემატკივრისაა. ჩვენ ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ და ძლიერმა გაიმარჯვოს.

„დინამო თბილისს“ კარგი აკადემია აქვს. 3 კვირის წინ 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, იგივე ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები ევროპაში წავიდნენ და მათ განვითარებაში ხელი შევუწყოთ“, - თქვა ცხადაძემ.

პრესკონფერენციაზე კომენტარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროთასებზე თამაში დიდი გამოწვევაა.

„საერთაშორისო მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შიდა ჩემპიონატის მერე დიდი გამოწვევაა, ამიტომ, ახალგაზრდები ორმაგად და სამმაგად მოტივირებულები არიან. თბილისშიც ვნახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგაზეც და კონფერენსლიგაზე, უბრალოდ ერთია, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს, ჩვენ არაფერი უნდა დავაკლოთ.

„მაკაბის“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ, ეს სწორიც არ იქნება. ჩემი მიზანი? ჩემთვის პირველი „დინამო თბილისია“, ევროპაში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ჯერ ჩემთვის მთავარი ეს მატჩია, შემდეგ „დინამოში“ ტიტულების მოგება, ხოლო მომავალს დრო გვიჩვენებს“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ჰაიფას „მაკაბისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 29 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.126712
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X