ფეხბურთი

12:57 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato კვარაცხელიაზე: "კრისტალურად სუფთა ნიჭი აქვს, მაგრამ მალდინის პრიორიტეტი არ არის"

იტალიური ვებგვერდი Calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც ცნობილი გამოცემა იტყობინება, მათი ცნობით, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის და ამ დროისთვის „მილანს“ სხვა პრიორიტეტები აქვს.

“მას კრისტალურად სუფთა ნიჭი აქვს, მზად არის დიდი ნახტომისთვის. ხვიჩა კვარაცხელია არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, 20 წლის შემტევი გარემარბი, რომელმაც შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, შთამბეჭდავია ერთი-ერთზე თამაშში. მისი უფლებები ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ალბათ აგვისტოს ბოლოს გუნდს შეიცვლის. ეს ინტერვიუში მამამისმაც თქვა.

რუსეთში დაწერეს, რომ „მილანი“ ახლოსაა ტრანსფერთან "როსონერის" ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შუამავლობით. ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაცია და სიტუაცია სულ სხვაგვარადაა. კვარაცხელია „როსონერის“ სკაუტების ბლოკნოტში გარკვეული დროის განმავლობაში იყო, მაგრამ მალდინისთვის და მასარასთვის, რომლებმაც ფეხბურთელი შეისწავლეს, ის პრიორიტეტი არ არის. „რუბინი“ 18-20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც გადაჭარბებულია და პასპორტიც პრობლემაა. ტომორის „ჩელსიდან“ შეძენის შემდეგ „მილანს“ მხოლოდ ერთი ადგილი აქვს არაევროკავშირელი ფეხბურთელისთვის. ეს არის მიზეზი, რის გამოც „მილანმა“ კაიო ჟორჟეს ტრანსფერზეც უკან დაიხია. სატრანსფერო ბაზარი გრძელია და ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის კვარაცხელიაზე „მილანისგან“ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. სავარაუდოდ, ის იტალიიდან შორის წავა, რადგან „ტოტენჰემს“, „ლევერკუზენსა“ და „გლადბახს“ მოსწონთ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მან სეზონი რუსულ გუნდთან ერთად დაიწყო და პირველ ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ 83 წუთი ითამაშა. ბოლო ორ სეზონში 20 წლის ქართველი რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111873