ფეხბურთი

15:49 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია

დღეს, 27 ივლისს, პორტუგალიურ ფარუში, „პარი სენ-ჟერმენი“ ამხაგაურ მატჩს გამართავს „სევილიასთან.“ განაცხადში არ არის პარიზელთა ახალწვეული, მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი, 35 წლის სერხიო რამოსი.

„რამოსი მარცხენა ფეხს იშუშებს, რომელიც გასული კვირის ბოლოს ვარჯიშისას დაიშავა. სავარაუდოდ, საწვრთნელ პროცესს ის მომავალ კვირაში დაუბრუნდება.“ - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ რამოსი პსჟ-ში წლეულს 8 ივლისს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178751