ფეხბურთი

11:53 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი ბრუნდება

„ლივერპულის“ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, სავარაუდოდ, მინდორს მომავალ ხუთშაბათს დაუბრუნდება, ბერლინის „ჰერტასთან“ ამხანაგურ მატჩში - გვამცნობს Sky Sports.

ვან დეიკს შარშან ოქტომბრის შემდეგ ღარ უთამაშია, როცა „ევერტონთან“ პრემიელიგის მატჩში, მოწინააღმდეგეთა მეკარეს, ჯორდან პიკფორდს შეეჯახა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

„ვირჯილი ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურება. სავარაუდოდ, მას „ჰერტასთან“ ვათამაშებთ. თუმცა, მანამდე რამდენჯერმე კიდევ ვესაუბრები.“ - ამბობს მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი.

ასევე გამოჯანმრთელდა „წითლების“ მეორე ცენტრალური მცველი, ჯო გომესი, რომელმაც ტრავმა შარშან ნოემბერში მიიღო ინგლისის ნაკრებში ყოფნისას.

პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს „ლივერპული“ 14 აგვისტოს სტუმრად გამართავს, ელიტაში დაბრუნებულ „ნორვიჩთან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118535