ფეხბურთი

18:00 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" 20 წლის ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ესპანური „სევილიას“ შემტევი ბრაიან ხილი დაიმატა. მან „დეზებთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ხილის სანაცვლოდ „ტოტენჰემმა“ „სევილიას“ ერიკ ლამელა და 25 მილიონი ევრო დაუთმო.

გასულ სეზონში 20 წლის ესპანელმა ლა ლიგაში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115948