ფეხბურთი

1:11 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესმა „ატლეტიკოს“ ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი, „ატლეტიკოს“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ფერნანდო ტორესი შინ დაბრუნდა. თეთრ-წითელთა ლეგენდა კლუბში ბრუნდება, რათა აკადემიის მწვრთნელთა რიგები შეავსოს და ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

ის 11 წლის იყო, როცა ჩვენს აკადემიაში მოვიდა. 2001 წელს კი დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. შემდეგ ის თამაშობდა „ლივერპულში, „ჩელსიში,“ „მილანში.“ კარიერის ბოლოს კი ისევ ჩვენთან დაბრუნდა. კეთილი იყოს შენი კვლავ დაბრუნება ფერნანდო!“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

0.109551