ფეხბურთი

0:40 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: „ამ ზაფხულს „ინტერი“ ლუკაკუს არ გაყიდის“

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ „ნერაძურის“ რიგებს არ დატოვებს.

„ამ ზაფხულს „ინტერი“ ლუკაკუს არ გაყიდის. ის მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელი მოთამაშეა ჩვენთვის,“ - ციტირებს მაროტას სიტყვებს Mediaset-ი.

გასულ სეზონში ლუკაკუმ „ინტერის“ მაისურით ყველა ტურნირში 44 მატჩი გამართა, 30 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111052