ფეხბურთი

23:15 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი გერმანიის წლის მწვრთნელად დაასახელეს

ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელი, ტომას ტუხელი დაასახელეს. მას ხმა 129 ჟურნალისტმა მისცა - გვამცნობს Bayern Germany.

სამეულში ასევე მოხვდნენ „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი და დორტმუნდის „ბორუსიის“ ყოფილი დროებითი დამრიგებელი, ზორან ტერზიჩი.

ტუხელმა „ჩელსი“ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა, ფრენკ ლამპარდის ნაცვლად. მისი ხელმძღვანელობით არისტოკრატებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, პრემიერლიგაში კი მეოთხე ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115581