ძიუდო

15:19 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "ვერცხლის მედალი წარმატებაა, გუნდში კარგი განწყობაა და ბიჭები მშვიდად არიან"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედლის მოპოვების შემდეგ, რომელიც ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა, კომენტარი გააკეთა.

ის კმაყოფილია ვერცხლის მედლით და თქვა, რომ ეს წარმატებაა, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედლის მოპოვებაც შესაძლებელი იყო.

„რა თქმა უნდა, ვერცხლის მედალი წარმატებაა. ვულოცავ ვაჟა მარგველაშვილს, დელეგაციას, ნაკრებს, გულშემატკივრებს, საქართველოს. თუმცა, გულის სიღრმეში ცხადია, დამრჩა ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რასაც ოქროს მედლის შანსის დაკარგვა ჰქვია. ვფიქრობ, რომ დარჩენილ დღეებში ჩვენი ძიუდოისტები შეძლებენ გამარჯვებას და აუცილებლად გვექნება ოქროს მედლები.

რა თქმა უნდა, მარგველაშვილის შემთხვევაში მედლის მოპოვებას ვგეგმავდით. არ ვიცი რა დააკლდა ოქრომდე, მაგრამ მან ნამდვილად იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა ჩემპიონობისთვის, ფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გვყავდა კონკურენტი და ეს უბრალოდ სპორტია, მჯობნზე მჯობნი არ ილევა და ამ შემთხვევაში იაპონელი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, სულ ეს არის.

ორ წონაში ერთი ვერცხლის მედალი ვფიქრობ, კარგი შედეგია, წინ კიდევ 5 კატეგორიაა დარჩენილი, სადაც ძლიერი და გამოცდილი სპორტსმენები გვყავს. რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანის საკამათო ეპიზოდს, ცხადია, დავის საგანია, მაგრამ ანალოგიურ ილეთზე ჩვენთვისაც ქულა ჩაუთვლიათ, მაგრამ იაპონიაში იაპონელთა არ შეგვიფასეს და რა თქმა უნდა, ეს დასანანია. ლუხუმმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სპორტია და გარკვეული მიზეზების გამო დავმარცხდით.

ძალიან კარგ პირობებში ვარ, ბიჭები თავს კარგად გრძნობენ, რაც მთავარია ყველა ჯანმრთელია და გუნდში არის სიმშვიდე ბიჭები არ ღელავენ. ლაშა ბექაურიც თავს კარგად გრძნობს “, - თქვა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში ვაჟა შორის ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117881