სხვა

22:45 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძის ემოციური პოსტი: "მსაჯები იგრძნობენ თუ როგორ იბრძვიან ქართველები ერთმანეთისთვის"

ქართველმა ნიჩბოსანმა და ამავდროულად ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე დღეს მომხდარ უსამართლო მსაჯობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მსაჯები მომავალ დღეებში იგრძნობენ თუ როგორ იბრძვიან ქართველები ერთმანეთისთვის.

"როგორც ჩანს, ჩვენს ოლიმპიელებს კონკურენტ სპორტსმენებთან ერთად, მსაჯებთან უწევთ ბრძოლა..!

დღეს სამწუხაროდ მსაჯებმა გაიმარჯვეს...!

რამდენიმე ერთის წინააღმდეგ - ძალიან რთულია! ცუდია როცა წლებს და უდიდეს შრომას ხარჯავ მიზნისთვის და ვიღაც 'გ'ალსტუკიანი, ნამუსისგან მოშორებული მსაჯი გიწყვიტავს შედეგს..! არასწორია რა!

ოლიმპიელებო, მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენით!

ოქროები ხართ!!! მსაჯებო, მომდევნო დღეებში იგრძნობთ როგორ იბრძვიან ქართველები ერთმანეთისთვის", - დაწერა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა დღეს დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესკერხან მადიევი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, ხოლო სანდრო ბაზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი და ირაკლი რევიშვილი უმედლოდ დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112799