ფეხბურთი

21:34 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "მილანმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეათანახმა

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Metaratings-ი ავრცელებს. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს.

წყაროს თანახმად, „მილანს“ ტრანსფერის გაჩარხვაში კახა კალაძე დაეხმარა, რომელიც იტალიურ კლუბში 2001-2010 წლებში თამაშობდა და „როსონერის“ ხელმძღვანელის პაოლო მალდინის მეგობარია. თუმცა, გამოცემა სხვა დეტალებზე, არც კონტრაქტის ფინანსურ დეტალებსა და ხანგრძლივობაზე არაფერს წერს.

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

„მილანი“ კვარაცხელიათი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას უფრო აქტიურად გერმანულ „გლადბახს“ უკავშირებდნენ. იტალიური პრესა ზემოხსენებული ინფორმაციის შესახებ ან არაფერს წერს, ან თუ წერს, რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113792