ფეხბურთი

19:43 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფანები პოგბას ტრანსფერის წინააღმდეგ: "დედაშენს მოუსმინე, არ გვინდა, რომ აქ იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა პარიზელებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

თუმცა, პსჟ-ს გულშემატკივრები ამ სიახლით მოხიბლულნი არ არიან და პოგბას გუნდში მოსვლა არ სურთ.

„პოგბა დედაშენს უნდა მოუსმინო, მას აქ არ უნდა და არც ჩვენ გვინდა, რომ აქ იყო“, - გამოფინეს პსჟ-ს ფანებმა ბანერი.

აღსანიშნავია, რომ პოგბას ოჯახი მარსელის „ოლიმპიკის“ გულშემატკივრები არიან და პსჟ-ს ფანებისთვისაც ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ საფრანგეთის ნაკრების ლიდერის საყვარელ გუნდში ხილვა არ უნდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135267