ჩოგბურთი

9:17 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მეორე წრეში გავიდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სტარტი აიღო. ქართველო ჩოგბურთელი 1/32 ფინალში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, საათსა და 14 წუთში მოიგო.

ბასილაშვილის ესპანელი მეტოქის ბარიერის დასაძლევად ორი სეტი ეყო და მხოლოდ 5 გეიმი დათმო. ბასილაშვილმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და და 6:3 მოიგო, იგივე გაახერხა მეორე სეტში, როცა უკვე თავისი ჩაწოდება არ დაუთმია და 6:2 იმარჯვა.

ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 2 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. სხვათა შორის, ნიკოლოზი ბაენას კარიერაში მესამედ შეხვდა და მესამედ დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 1/16 ფინალშია, სადაც იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში იაპონელი ტარო დანიელი 4:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და ამისთვის ორ ტაიბრეიკთან ერთად 3 საათი და 10 წუთი დასჭირდა. სონეგო რეიტინგის 26-ე ნომერია. ქართველ ჩოგბურთელს სონეგოსთან ერთხელ უთამაშია, 2020 წლის 14 სექტემბერს, რომის ტურნირზე და იტალიელმა იოლად, 6:3, 6:1 იმარჯვა. ოლიმპიადის 1/16-ფინალური შეხვედრა კი 26 ივლისს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე დაიწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - რობერტო კარბალეს ბაენა 2:0 (6:3, 6:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126891