ჩოგბურთი

0:31 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა-გორგოძის წყვილი პოლონეთის ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა

პოლონეთის ქალაქ გდინიას ტურნირის ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკო გორგოძის წყვილი ნახევარფინალში გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელები კატერინა ბონდარენკოსა და კატარჟინა პიტერს დუეტს დაუპირისპირდნენ და სამ სეტში 0:6, 6:1, 7:10 წააგეს. შედეგად, ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ეკო გორგოძემ ერთეულთა თანრიგში 4-საათიან შეხვედრაში სამ სეტში 7:6, 6:7, 6:7 წააგო და მეოთხედფინალში დაასრულა ასპარეზობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119863