ფეხბურთი

21:42 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა გუნდი 2021 წლის იანვარში ჩაიბარა, თუმცა პსჟ-მ მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონიონობა ვერ მოიპოვა და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა პარიზულმა გრანდმა წარმატებულად. პსჟ-მ გასულ სეზონში საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

0.11215