ფეხბურთი

18:40 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მზადაა კეინის სანაცვლოდ 185 მილიონი ევრო გადაიხადოს

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე „მანჩესტერ სიტი“ მუშაობს. ინგლისურ გუნდს ფორვარდის დამატება სურს და პეპ გვარდიოლას სიაში კეინი ფავორიტია.

თავის მხრივ, ინგლისელ ფეხბურთელსაც უნდა „ტოტენჰემის“ დატოვება და „სიტიში“ გადაბარგება. როგორც ბრიტანული მედია წერს, „ქალაქელები“ მზად არიან კეინის სანაცვლოდ „მამლებს“ 185 მილიონი ევრო გადაუხადონ! „ტოტენჰემის“ პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

ჰარი კეინს „ტოტენჰემის“ მაისურით 336 შეხვედრაში 221 გოლი აქვს გატანილი. ის სხვადასხვა დროს იჯარით „ლეიტონში“, „მილუოლში“, „ნორვიჩსა“ და „ლესტერში“ თამაშობდა.

0.110761