ფეხბურთი

16:47 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. „წითელმა“ ეშმაკებმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

სანჩოს სანაცვლოდ „დორტმუნდმა“ 85 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო 21 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის იცოდა, რომ ინგლისში დაბრუნდებოდა:

„დორტმუნდის“ მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ინგლისში დავბრუნდებოდი. „მანჩესტერის“ წევრობა ოცნების ასრულებაა და მოუთმენლად ველოდები პრემიერლიგაში თამაშს“, - თქვა სანჩომ.

შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო 2015-2017 წლებში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან „დორტმუნდში“ 137-ჯერ ითამაშა, 50 გოლი გაიტანა და 64 საგოლე პასი შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 21 წლის შემტევს 22-ჯერ აქვს ნათამაშები და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11053