ფეხბურთი

1:40 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბატეს" ფეხბურთელი: "ბათუმი არენაზე" სუპერატმოსფერო იყო"

ბორისოვოს „ბატეს“ ფეხბურთელმა ნიკოლაი სიგნევიჩმა „დინამო ბათუმთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელარუს ფეხბურთელს „ბათუმი არენაზე“ შექმნილი ატმოსფერო ძალიან მოეწონა და იმედოვნებს, რომ ბელარუსში ფანები „ბატეს“ მხარს დაუჭერენ.

„ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, სახლში კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეს პატივისცემით ვეპყრობით და მთელი პასუხისმგებლობით მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის. სტადიონზე სუპერატმოსფერო იყო. ვიმედოვნებ, ბორისოვ არენაზე არანაკლები გულშემატკივარი იქნება. ჩვენს ქომაგებს ველოდებით და მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - თქვა სიგნევიჩმა.

შეგახსენებთ, „ბატესა“ და „დინამო ბათუმის“ საპასუხო მატჩი 29 ივლისს, ბორისოვოში გაიმართება.

0.113286