კალათბურთი

1:10 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯერზე მეორე მარცხი განიცადა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტს, გერმანიის ნაკრებს შეხვდა, რომელთანაც ვერაფერი გააწყო და 55:96 (სტატისტიკა) დამარცხდა.

ჩვენს ნაკრებს აკლდა ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც წინა შეხვედრაში, თურქეთთან ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარა. მისი არყოფნა ჩვენს გუნდს აშკარად დაეტყო, რადგან საქართველოს დაცვა არ იყო ისეთი ეფექტური, რაც საშუალებას მისცემდა, მძლავრ ნაკრებს ტოლ-სწორად შებრძოლებოდა.

არ გამოვიდა. გერმანიამ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და დებიუტშივე ხელჩასაჭიდ უპირატესობას რომ დაეპატრონა, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. სტუმართა ხისტი თამაში ჩვენს კალათბურთელებს გვარიანად უშლიდა ხელს და მწვრთნელის მიერ დაგეგმილ კომბინაციებს მოთამაშეები ვერ ახორციელებდნენ.

შეხვედრის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. გერმანელების ლიდერობამ მეორე ნახევარში 30 ქულას გადააჭარბა. ჩვენს ნაკრებში 10-ქულაინ ბარიერს მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილმა (10 ქულა) და რომან ჭინჭარაულმა (11 ქულა) მიაღწიეს.

მე-3 ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბულგარეთი – საფრანგეთი 63:95 (სტატისტიკა)
პოლონეთი – თურქეთი 82:73 (სტატისტიკა)

23 ივლისს თბილისურ ევროჩელენჯერში დასვენების დღეა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114093