ფეხბურთი

0:21 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მაკაბის" მწვრთნელი: "ეს გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გასვლის საწინდარია"

ჰაიფას „მაკაბის“ მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა „დინამო თბილისთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წინაპირობა შეიქმნეს.

„რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვართ. მართალია, იყო ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა ამაზე აღარ შევჩერდები. ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. დღევანდელი წარმატება იმის საწინდარია, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ”, - თქვა ბახარმა.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს, ისრაელში გაიმართება.

0.114465