ფეხბურთი

22:06 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენს დეფიბრილატორით იტალიაში თამაშის უფლება არ ექნება

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს იტალიაში თამაშის შესაძლებლობა იქამდე არ ექნება, სანამ კარდიოვერტერული დეფიბრილატორი მისი სხეულიდან არ მოისხნება.

იტალიის კანონმდებლობით ამ მოწყობილობით მოედანზე გასვლა აკრძალულია:

„კრისტიან ერისკენს იტალიაში თამაშის უფლების მიღება არ შეუძლია. თუ ფეხბურთელს დეფიბრილატორს მიუხსნიან, ეს იმის დასტური იქნება, რომ მას შეუძლია მატჩებში დაბრუნება“, - თქვა სამედიცინო ჯგუფის წევრმა.

ჯერჯერობით კი, ისიც უცნობია, შეძლებს თუ არა დანიელი ფეხბურთელი საერთოდ კარიერის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენ ევრო 2020-ის პირველ ტურში ფინეთთან შეხვედრაში გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა იყოჩაღეს და მისი გადარჩენა მოახერხეს. კრისტიანს გულზე დეფიბრილატორი დაუყენეს, რაც პულსის მუშაობას არეგულირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112744