კალათბურთი

18:38 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში დანაკლისია. გერმანიასთან ევროჩელენჯის მატჩში ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც თურქეთთან მატჩში მეტოქესთან შეჯახების გამო ტრავმა მიიღო.

“თურქ მოთამაშესთან უხერხულად შეჯახების შემდგომ ჩატარდა მკერდის სხეულის და ტარის შესახსრების ულტრასონოგრაფიული კვლევა. პირველადი დაკვირვებით არაფერია საგანგაშო, თუმცა შემდგომში საჭიროებს დეტალურ გამოკვლევას და გაკეთდება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია”- განაცხადა ნაკრების ექიმმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

გაფრინდაშვილმა გუშინ, თურქეთთან მოგებულ მატჩში 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა და საერთო შედეგიანობით ჩვენს გუნდში მხოლოდ ლაშა მიქელაძეს (კაპიტანმა 22 ქულა დააგროვა) ჩამორჩა. მან თამაში ბოლომდე ჩაამთავრა, თუმცა მოგვიანებით მეტოქესთან შეჯახების გამო მკერდი ასტკივდა და როგორც გაირკვა, დღეს, გერმანიასთან მატჩში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115098