ფეხბურთი

17:32 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო და რიშარლისონმა გერმანიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საფეხბურთო ტურნირი დაიწყო და პირველივე ტურში სუპერდაპირისპირება შედგა. ბრაზილიის ნაკრები, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია გერმანიას დაუპირისპირდა.

სხვათა შორის, ეს იყო რიოს ოლიმპიადის ფინალის რიმეიქი. მაშინ ბრაზილიამ მოიგო და ახლაც. საწყის 30 წუთში „სელესაო“ უკვე 3:0-ს იგებდა. დიდებული იყო რიშარლისონი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა! „ევერტონის“ ფეხბურთელის შეჩერება გერმანელებმა უბრალოდ ვერ შეძლეს.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში თამაში დაიძაბა. ნადიმ ამირიმ და რაგნარ ახემ სხვაობა შეამცირეს და ბოლო წუთებზე გერმანიას თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. თუმცა, 63-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა და ანგარიში ვეღარ გაათანაბრა. მეტიც, ბოლო წუთზე მეოთხეც გაუშვა და დამარცხდა.

ამრიგად, ბრაზილიამ ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო და დაამტკიცა, რომ ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. სხვათა შორის, პორველი ტური სენსაციებით გამოირჩა - წააგეს არგენტინამ (ავსტრალიასთან) და საფრანგეთმა (მექსიკასთან), ხოლო ესპანეთმა ეგვიპტეს ნულოვანი ფრე ეთამაშა.

ბრაზილია - გერმანია 4:2 (3:0)

გოლები: 1:0 რიშარლისონი (7), 2:0 რიშარლისინო (22), 3:0 რიშარლისონი (30), 3:1 ამირი (57), 3:2 ახე (83), 4:2 პაულინიო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138351